თელავის ისტორიულ მუზეუმს საქართველოს კულტურის მინისტრი ქალბატონი მაია ბითაძე ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი თუშიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა მაისურაძემ, სტუმრებს მუზეუმში არსებული საჭიროებები, მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო განვითარების პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მუზეუმის ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ეტაპობრივ რეაბილიტაციასა და ვიზიტორთათვის თანამედროვე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ 2027 წლის 7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება. საიუბილეო წლის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მუზეუმის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და საგანმანათლებლო მისიის კიდევ უფრო ფართო პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მინისტრთან ერთად მუზეუმში იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი


