თელავის ისტორიულ მუზეუმს ხეზე კვეთის ოსტატმა ნიკოლოზ კიკვიძემ საჩუქრად გადასცა მეფე ერეკლე II-ის ბავშვობის დროინდელი სათამაშო ცხენის ასლი.
ნიკოლოზ კიკვიძე 18 წელზე მეტია საეკლესიო ხის კვეთის სფეროში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა ეპარქიასა და საკათედრო ტაძრებში, ასევე საზღვარგარეთ არსებულ ქართულ ტაძრებსა და სამრევლოებში. 2010 წლიდან იგი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქმნის დიდი მოცულობის ხატებსა და ჯვარცმებს.
აღნიშნული ნამუშევარი წარმოდგენილი იქნება ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, გამოფენაზე „მეფე ერეკლე“.
თელავის ისტორიული მუზეუმი გულითად მადლობას უხდის ნიკოლოზ კიკვიძეს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
