როგორც მოგეხსენებათ, წარმატებით დასრულდა სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „ბატონის ციხის“ გალავნის მცენარეული საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მსგავსი სამუშაოების განხორციელება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ თელავში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა სამუშაოების დაწყების პროცესი დროებით შეაფერხა, საკითხზე მუშაობა არ შეგვიწყვეტია. საჭირო პროცედურების დასრულებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი თანხმობის მიღებისთანავე, მეორე დღესვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.
სამუშაოები განხორციელდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ჩართულობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების უშუალო ზედამხედველობით, ძეგლის დაცვის მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის სრული დაცვით.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა „ბატონის ციხის“ გალავნის მცენარეული საფარისგან გაწმენდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძეგლის დაცვისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებისათვის.
თელავის ისტორიული მუზეუმის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ სალომე ჯამბურიას,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს , კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ პლატონ კალმახელიძეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ვაჟა მაღრაძეს და მერიის თანამშრომლებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის.ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ მუზეუმის ტექნიკურ პერსონალს .
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თელავის მუნიციპალური სერვის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ,რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ,,ბატონის ციხის" გალავნის მცენარეული საფარისაგან გაწმენდით სამუშაოების შესრულებაში და საკუთარი შრომით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ხელი შეუწყეს ამ მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით განხორციელებას.
სწორედ ერთობლივი ძალისხმევით, ურთიერთთანამშრომლობით და საერთო პასუხისმგებლობით შევძელით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი


