თელავის ისტორიული მუზეუმის კოლექცია კიდევ ერთი ექსპონატით გამდიდრდა.
თანამედროვე ქართველმა მხატვარმა ნიკოლოზ მესხიშვილმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა საკუთარი ფერწერული ტილო.
ნიკოლოზ მესხიშვილი თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომლის შემოქმედება გამოირჩევა ფერწერული ექსპერიმენტებითა და ინოვაციური „Crushed Art“-ის ტექნიკით. მისი ნამუშევრები ეძღვნება ადამიანის შინაგან სამყაროს, ემოციებს, მეხსიერებასა და იდენტობის საკითხებს. მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში, ხოლო მისი ნამუშევრები წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა საგამოფენო სივრცესა და კერძო კოლექციებში.
თელავის ისტორიული მუზეუმი მადლობას უხდის ნიკოლოზ მესხიშვილს საჩუქრისათვის . უსურვებს მას შემოქმედებით წარმატებას, საერთაშორისო აღიარებასა და კიდევ მრავალ პროფესიულ მიღწევას.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი