თელავის ისტორიული მუზეუმის კოლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევრით შეივსო.
თელავის ისტორიულ მუზეუმს თელაველმა ქალბატონმა თინათინ გულიაშვილმა საჩუქრად გადასცა მხატვარ გივი თორაძის ფერწერული ტილო – „გრემის მთავარანგელოზი“.
მუზეუმისთვის თითოეული მსგავსი შემოწირულობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი ხელს უწყობს მუზეუმის ფონდების გამდიდრებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მომავალი თაობებისთვის მის შენარჩუნებას.
თელავის ისტორიული მუზეუმი გულითად მადლობას უხდის ქალბატონ თინათინს ამ შესანიშნავი ნამუშევრის უსასყდლოდ გადმოცემისათვის.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი