თელავის ისტორიული მუზეუმის კოლექცია კიდევ ორი შესანიშნავი ექსპონატით გამდიდრდა.
საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა, თელავის საპატიო მოქალაქემ, ბატონმა ჯემალ ხუციშვილმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა ორი ნამუშევარი - „ძველი თელავი“ და „მეუღლის პორტრეტი“.
ეს ნამუშევრები განსაკუთრებული სითბოთი და ემოციით გადმოსცემს როგორც ჩვენი ქალაქის ისტორიულ ხასიათს ,ისე მხატვრის პირად განცდებს და მხატვრულ ხედვას, რაც მუზეუმის კოლექციას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაში.
თელავის ისტორიული მუზეუმი გულითად მადლობას უხდის ჩვენს უსაყვარლეს მხატვარს, ჩვენს თანაქალაქელს, ბატონ ჯემალ ხუციშვილს ასეთი შესანიშნავი საჩუქრისთვის .

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი