ახალგაზრდა ხელოვანმა თინათინ სამადაშვილმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა 10 ნამუშევარი - ძვირფასი თვლებით შემკული ხელნაკეთი ჯვრები.
თინათინი თელავიდანაა. მისი ნამუშევრები გადაცემული აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს. ხელოვანს ხელნაკეთი ჯვრები შეწირული აქვს როგორც საქართველოს, ისე ისრაელისა და საბერძნეთის ეკლესია-მონასტრებისათვის . მისი ხელნაკეთი ჯვრები ოკუპირებულ აფხაზეთშიც გაიგზავნა.
როგორც თავად ხელოვანი ამბობს:
„ჩემი ხელნაკეთი ჯვრები უფლის ნებით კეთდება და ეს ჩემთვის უდიდესი მადლია.“
თელავის ისტორიული მუზეუმი მადლობას უხდის თინათინ სამადაშვილს გადმოცემული ნამუშევრებისათვის და უსურვებს შემოქმედებით წინსვლას და წარმატებას.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი