თელავის ისტორიულ მუზეუმში ბესო გინტურის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ბესო გინტური არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, საქართველოს მხატვართა კავშირისა და საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი .იგი აქტიურად მოღვაწეობს ფერწერის, გრაფიკის, კარიკატურისა და დეკორატიული ხელოვნების მიმართულებებით. მისი შემოქმედება წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საგამოფენო სივრცეებში.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ავტორის ინდივიდუალურ შემოქმედებით ხელწერას, მხატვრულ ხედვასა და მრავალფეროვან შემოქმედებით სამყაროს.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
