ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ნატალის ხატვის სტუდიის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა - „ფერებში გადმოცემული ბავშვური სამყარო“.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ბავშვების ფანტაზიას, შემოქმედებით ხედვასა და ემოციებს ასახავს. თითოეული ნახატი მათი უნიკალური სამყაროსა და ნიჭის გამოხატულებაა.
გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბავშვების შემოქმედებითი განვითარების მხარდაჭერისა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელობას.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი




