თელავის იტორიულ მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა!
მუზეუმების საერთაშორისო დღის წლევანდელი თემის - „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ ფარგლებში, მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნების - იაპონია, ინდოეთი, ირანი,დუბაი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ. მხატვრების მიერ მუზეუმისთვის საჩუქრად გადმოცემული ნამუშევრები.
აღნიშნული ექსპოზიცია კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს მუზეუმის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და კულტურათა შორის შემოქმედებითი დიალოგის უნიკალურ შესაძლებლობას.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მუზეუმის მადლობის სიგელები გადაეცათ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ქალბატონ ლეილა ლეგაშვილს და თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსს, ქალბატონ ფიქრია ყუშიტაშვილს - მუზეუმის საქმიანობისადმი მრავალწლიანი მხარდაჭერის, თანადგომისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილებით , 2026 წლიდან ყოველწლიურად , მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში ,მადლობის სიგელით დაჯილდოვდებიან პირები მუზეუმის საქმიანობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი







