თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა თვითნასწავლი ხელოვანის - ნაირა აბრამიშვილის პერსონალური გამოფენა.
დღევანდელი ექსპოზიცია გამოირჩევა მრავალფეროვნებით - ჩეხური ბისერებითა და მძივებით მოქარგული კომპოზიციები, მერინოსის მატყლით შექმნილი ნამუშევრები, ფუნჯით შესრულებული სურათები და ალმასების მოზაიკა ერთიანობაში ქმნის საინტერესო და შთამბეჭდავ სივრცეს .
ნაირა აბრამიშვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შინაგანმა ნიჭმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა შექმნას გამორჩეული და საინტერესო ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეოთხე პერსონალური გამოფენაა, რომელსაც ხელოვანი თელავის ისტორიულ მუზეუმში წარმოადგენს.
გამოფენა გაგრძელდება მიმდინარე წლის 16 მაისამდე.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი









