2026 წლის 6–7 ოქტომბერს, თელავში, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 306-ე წლისთავთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
სადღესასწაულო დღეები მეფე ერეკლე II-ის ხსოვნის პატივის მიგებით დაიწყო . მეფის კარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მეფე ერეკლე II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა.
„ერეკლეობის“ ფარგლებში თელავის ისტორიულმა მუზეუმმა წარმოადგინა გამოფენა - „მეფე ერეკლე“, სადაც ექსპონირებული იყო მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ხელოვნების ნიმუშები , რომელიც დაცულია მუზეუმის ფონდში. გამოფენა დაათვალიერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად .
დღესასწაულის ფარგლებში სასახლის აივანზე მოეწყო გამოფენა „ბაგრატიონები“. ასევე გაიმართა წიგნის ფესტივალი, ლიტერატურული და მხატვრული კონკურსები, არქეოლოგიური კრებულის პრეზენტაცია, ერეკლე II-ის სახელობის ორდენით დაჯილდოების ცერემონია და „საპატიო თელაველის“ დაჯილდოება.
„ერეკლეობის“ საზეიმო პროგრამა გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სიმფონიური ორკესტრი, საოპერო გუნდი და სოლისტები.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი















