25 სექტემბერს, კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა ქართველი კინორეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმის „დედა - შვილი... ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ჩვენებას.
მუზეუმის სივრცეში გამართულ კინოჩვენებას ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ფესტივალის სტუმრები და კინოხელოვნების მოყვარულები.
ფილმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული კინოს გამორჩეული მემკვიდრეობა და მაყურებელს შესაძლებლობა მისცა ,გაცნობოდა ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის , ლანა ღოღობერიძის შემოქმედებას ,ცხოვრების გზას და ქართულ კინოს ისტორიაში მის განსაკუთრებულ წვლილს.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი



