24 სექტემბერს, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა, თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, უმასპინძლა ლევან გაბრიაძის ფილმის „ჰარი, ჰარალე, დედაო“ ჩვენებას.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა რეჟისორ ლევან გაბრიაძესთან, რომელმაც ფილმის შექმნის ისტორიაზე, შემოქმედებით პროცესსა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
თელავის ისტორიული მუზეუმი მოხარულია, რომ ფესტივალის ფარგლებში კვლავ მასპინძლობს საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც მაყურებელს ქართველი შემოქმედების გამორჩეულ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი




