თელავის ისტორიულმა მუზეუმმა ტრადიციულად თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას უმასპინძლა.
მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის - „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება.
ღონისძიება გახსნა თამარ ლორთქიფანიძემ, რომელმაც ისაუბრა თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მნიშვნელობაზე, მუზეუმთან მრავალწლიან თანამშრომლობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდა თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამაარსებელი, მსოფლიო დონის პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ელისო ვირსალაძე. ღონისძიების სტუმარი იყო ასევე რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ქალიშვილი მაია კოკოჩაშვილი.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი






