საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუსიკალურ ღონისძიებას უმასპინძლა.
მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარდგნენ: კახა კუხიანიძე, გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ანსამბლი „ოდა“, ჯგუფები „გობლინები“ და „Latino Boys Band“.
ღონისძიებას უძღვებოდა მსახიობი პაატა გულიაშვილი, რომელმაც თავისი იუმორით, სიმღერით, უშუალობითა და თბილი დამოკიდებულებით საღამოს კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ელფერი შესძინა.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი





