მუზეუმების საერთაშორისო დღის წლევანდელი თემის - „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ ფარგლებში მუზეუმში გაიმართა ინკლუზიური საგანმანათლებლო აქტივობა - „მე და მუზეუმი“.
მუზეუმს სტუმრად ეწვივნენ ,,საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის" დღის ცენტრის ბავშვები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობაში.
ღონისძიების მიზანი იყო მუზეუმის სივრცის ხელმისაწვდომობის, თანასწორობისა და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა, ასევე ბავშვებისთვის კულტურულ გარემოში საინტერესო და დასამახსოვრებელი დღის შექმნა.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს და პედაგოგებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი







