თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მეფე ერეკლე II-ის სასახლის საელჩო დარბაზში უმასპინძლა ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - ,,ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ .
კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის მეფე ერეკლე მეორის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით, ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა და რეზოლუციის მიღება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა,კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, , კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმ
სამეცნიერო კონფერენციაზე სხვადასხვა მოხსენებით გამოვიდნენ: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი აპოლონ თაბუაშვილი; ისტორიკოსი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია; ისტორიის დოქტორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი დავით ჯავახიშვილი.
კონფერენციის დასასრულს მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით, სამეცნიერო რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც ხელი მოაწერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი








