თელავის ისტორიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის - „სკოლა და მუზეუმი“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ მუზეუმში (პედაგოგი ნატალია გრემელაშვილი).
ბავშვებმა დაათვალიერეს საგამოფენო სივრცეები, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა, გაეცნენ წარმოდგენილ ექსპონატებსა და მათ ისტორიას.
ვიზიტის შემდგომ, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საგანმანათლებლო-სააღდგომო აქტივობებში, სადაც შემოქმედებით და შემეცნებით გარემოში ნაყოფიერად გაატარეს დრო.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი




